Предыдущая публикация
თეთრი სამოსით მიწას გართხმული
ზამთარი მთრგუნავს , ჩემო ჩიორა!
შენ მომენატრე და გაზაფხული
და ნუ გგონია , გავალ იოლად .
სევდა ბინადრობს დღეს ჩემს თვალებში.
როგორ დავძლიო ახლა ეს ზაფრა?!
ნეტავ , რა გინდა უცხო მხარეში?
ეგება , ერთად გამოგვეზამთრა!
ამოდის ია ეკალ-ბარდნარში.
სიცოცხლისათვის თოვლში იომებს .
წამოდი ჩემკენ ფრთების ნარნარით.
მოდი! ზამთარი გამიიოლე!
ალეკო ჩინჩალაძე . 11 . 01 . 19 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2