თავი 18
ქეთა ბედნიერებისაგ მეცხრე
ცაზე იყო.ის მიხვდა ილიას
სჭირდებოდა.მასაც სჭირდებოდა ილია.ქეთა მასთან ნამდვილ ქალად გრძნობდა თავს.მის დანახვაზე
იბნეოდა, წითლებოდა, ცდილობდა ზედმეტი არ
ელაპარაკა და ეკეკლუცა.
თვალებში შესცქეროდა და
გამოხედვაზე გრძნობდა რა
სურდა ილიას. რა მოსწონდა და
რა არ მოსწონდა.ქეთა მიხვდა,
რომ ილია მძიმე ხასიათის კაცი
იყო, რომელიც ეგოისტურად
შეეცდებოდა მის დამორჩი-
ლებას და გამოყენებას. ის საშიში
კაცი იყო, მაგრამ მის გარეშე ცხოვრე-
ბა არ შეეძლო. რაც გინდა მოემოქმედებინა ილიას, ოღონდ
ხელი არ ეკრა მისთვის.ილიაც გრძნობდა ამ მორჩილებას და ეცოდებოდა ქალი.ძნელი იქნებოდა
შეგუების პროცესი, მაგრამ მიხვდა,
რომ ქალი ყველაფერზე წამსვლელი
იყო, ოღონდ მასთან ყოფილიყო.
-ქეთა!, გამოიტანა საბოლო განაჩენი
ილიამ.მხოლოდ ქეთას ერთგულებას შეეძლო გაეძლო მისი ეგოისტური
ჭირვეულობისათვის
ქეთამ ახალი ამბავი მოუტანა.
-ორ დღეში გაგწერენ , დანარჩენს
სახლში გააგრძელებ.
ილიამ გამომცდელად შეხედა ქეთას
და გასაღები გაუსწორა.
-ამ მისამართზე წახვალ, სახლს მოაწესრიგებ და სუფრას მოამზადებ,
ბევრი სტუმარი გეყოლება.ვინც
ჩემს გამოსვლას გსიგებს ყველა მოვა.აბა შენ იცი არ შემარცხვინო-
შეხედა ქეთას და გაუღიმა.
-შენ ამბობ , რომ?-დაიბნა ქეთა.
-მე ვამბობ , რომ სახლს მიხედე და სტუმრების დასახვედრად მოემზადე.
აუღელვებლად მიუგო ილიამ.
ოთახი სტუმრებით იყო სავსე.
უმთავრესად, თავი ილიას მეგობარ ოფიცრებს მოეყარათ.ხუმრობდნენ,
ოხუნჯობდნენ ომის ამბებს იხსენებდნენ. ტასიკო და ქეთა სამზა-
რეულოში ისხდნენ.
-გავიცნოთ შვილო ერთმანეთი. მე მო-
ხარული ვარ თქვენი ბედნიერებით.
ახლა შენ დიდი მოთმინება გჭირდება
რათა მისი ბევრი კაპრიზი აიტანო.
ძალიან შეიცვალა, ვეღარ ვცნობ.
მაგრამ მე და დავითი შენს გვერდზე ვიქნებით..
-დეიდა ტასიკო, მე არ ვიცი , როგორი
იყო ილია. მე სხვა ილიას არ ვიცნობ.
ამიტომ არ გამიჭირდება, რადგან მე
არ გავაკეთებ შედარებას ძველ და
ახალ ილიას შორი.მე ვიცი ეს დრობითია. ის შეეჩვევა, თავის მდგომარეობას და ყველაფერი თავის
კალაპოტში ჩადგება.
-მადლობ შვილო, რომ ასე გიყვარს,
ჩვენი გიჟი ბიჭი.დიდ სიყვარულს კი
დიდი გმირობის ჩადენა შეუძლია.
სტუმრები დაიშალნენ.ქეთამ და ტასიკომ სუფრა აალაგეს და ოთახი
მიალაგეს. დავითი და ილია ლოჯიაში
ტელევიზორს უყურებდნენ.
-მე და ტასიკო სახლში წავალთ , ქეთასაც ჩვენ გავიყვანთ-შეხედა გამომცდელად შვილს დავითმა.
-დავით , ქეთა ჩემი ცოლია და აქ დარჩება.ტასიკო , ქეთა მოდით აქ.
გასძახა ილიამ ქალებს.
-ტასიკო,ქეთა ჩემი ცოლია და თქვენი
შვილი.ქეთა ეს მამაჩემი და მამიდა-
ჩემია.მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ქეთას სიხარულისგან
გააჟრჟოლა, გაწითლდა და დაიბნა.
-ჩემები, რას იტყვიან? მე, ხომ მათთვის არაფერი მითქვამს.
-არაფერია, პატარა გოგო არ ხარ, რომ
საკუთარი აზრი არ გაგაჩნდეს.საკუ-
თარ ცხოვრებაზე.მერე მივალთ მათთან და ჩვენთანაც დავპატიჟებთ.
-კარგით შვილო, თქვენ იცით, ბავშვები, ხომ არ ხართ, თქვენს
ნამოქმედარზე,პასუხი,რომ ვერ აგოთ.
ჩვენ წავალთ. იცით , სადაც ვცხოვრობთ ,აბა თქვენ იცით სტუმ-
რად მობრძანდით ან დაგვპატიჟეთ.
ახლა ხომ ევროპულად ცხოვრობს
ყველა, მშობლები და შვილები
ერთმანეთთან სტუმრად დადიან.
-არ გინდა დათა, შენ კარგად იცი,
ვინ ხართ ჩემთვის შენ და ტასიკო.
გესმის ქეთა, მე ამ ორი ადამიანის
გარდა არავინ მყავს და პატივის-
ცემას მოვითხხოვ.
-ახლა , შენ ნასვამი ხარ და ძალიან
ბევრს მოითხოვ.ქეთა შვილო თუ
გინდა წაიყვანთ სახლში.-შეხედა
თავჩაღუნულ ქეთას დავითმა.
-არა ბიძია დავით დავრჩები.ნასვამია
ეს და მიხედვა უნდა.-ჩაილაპარაკა
ჩუმად ქეთამ.
-კარგი მაშინ , ტასო ჩვენ წავიდეთ.
მიუბრუნდა დას დავითი.
-კარგად , შვილო ხვალ დაგირეკავ
წასჩურჩულა ტასიკომ ქეთას.
-რა ნასვამი ხარ, აქ დაწექი პლედს
მოგაფარებ.-ჩაილაპარაკა ქეთამ
-ხო, აქ დავწვები, ძალიან მთვრალი ვარ, კარგი გოგო ხარ , რომ დარჩი.
ჩვენ შევეცდებით და მართლაც კარგ
ოჯახს შევქმნით, შენ რას იტყვი?
გაუღიმა ილიამ ქეთას
-მეც მჯერა .-დაეთანხმა ქეთა და
საწოლი ოთახისაკენ გაემართა.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев