თავი 17.
ქეთა ხშირად აკითხავდა
ილიას. მის სახეს დამცინავი ღიმილი არ სცილდებოდა.
ილიას ეს გამომწვევი ღიმილი
ჭკუაზე შლიდა.მის დანახვაზე
ყოველთვის მძაფრად გრძნ-
ონდა , რომ მამაკაცი იყო და ეს
ქალი უნდოდა.ქეთაც გრძნობდა
ამას და ცდილობდა უფრო
ახლოს ყოფილიყო მასთან.
რაღაც მაგიური ძალა ჰქონდა
ამ კაცს, ქეთამ დაუოკებელი ,
ლტოლვა იგრძნო ამ კაცისადმი
რომლის მიმართ დაფარული შიშის გრძნობა ჰქონდა.ეს კი
უფრო ამძაფრებდა ქალის
გრძნობებს.მას უნდოდა ეს კაცი და ყველა ღონეს იხმარდა იმისთვის,
რომ ილია მისი ყოფილიყო.
-ნუთუ არ გეშინია ქალბატონო ქეთა ,
ასე თამამად, რომ დაიარებით ჩემს
პალატაში, თუ ფიქრობთ , რომ
გაიქცევით და ვერ გამოგეკიდებით.?
დამცინავად შეეკითხა ილია ქეთას.
-თქვენ ისეთი მომხიბლავი მამაკაცი
ხართ, თქვენგან, როგორ გავიქცევი.
გაეღიმა ქეთას.-გაქცევამდე მოდი
წნევას გაგიზომავ.
-გოგო, შენ მე გამაგიჟებ, ეხლა შეიძლება, ჩემი წნევის გაზომვა?სულ
მცირე ორას ორმოცდაათი მექნება,
ისეთ დღეში ვარ.
-ნუ გეშინია, მაგ სიგიჟისას გამოგი-
კლებ.-გაეცინა ქეთას და სკამი
საწოლთან მიაჩოჩა.ილიამ ქეთას
ხელი სტაცა და საწოლში შეითრია.
ქალი არ გასძალიანებია, ილია მიხვდა ქალი
დიდი ხანია ამას ელოდა აღტკინებამ
უეცრად გაუარა, ქალის ასეთმა მორჩილებამ კაცი უეცრად გააცია და
დააწყნარა.მაგრამ ქალი შეეცოდა
თმები გადაუწია, თვალებში ჩახედა და ნაზად აკოცა .
-მაგარი ქალი ხარ.სხვა დროს და სხვა ვითარებაში,იცოდე ვერ გადამირჩები.
იცოდე ცოტა მომერიდე.-გაუმკაცრდა
სახე ვაჟს.გაწითლებული ქეთა საწო-
ლიდან წამოდგა და კაბა გაისწორა.
-მე მიყვარხარ.-ჩაილაპარაკა ქალმა და პალატიდან აჩქარებული გავიდა.
-ვისღა სჭირდება ჩემი სიყვარული,
ვის?-სიმწირით გამოსცრა კბილებში.
საწოლიდან წამოიწია და გამწარებუ-
ლმა იქვე მდგომ კარადას მუშტი მიარტყა.
-ნეტავ თეოს თუ სჭირდება ჩემი სი-
ყვარული?-ჩაილაპარაკა აკანკალე-
ბულმა.თეო მე შენ მართლა მიყვარდი და მჭირდებოდი, მაგრამ ახლა, არც
ისეთი ეგოისტი ვარ , რომ თავს მოგახვიო ჩემი სიყვარული.მაგრამ ის ხომ მელოდება, მას ხომ ვუყვარდი.
ჩაილაპარაკა თავისთვის.
კი მელოდება, მაგრამ არა ასეთს.მე
ვერ ავიტან, თეოს სახეზე პატარა
შეცბუნებასაც კი.ალბათ გული გამისკდება.ექსპერიმენტის ნერვები
მე არ მაქვს. ჯობს თავშივე შევწყვიტო
ეს ურთიერთობა.დე ეგონოს , რომ ნაძირალა ;ვიღაც ნაძირალა ვარ.
ნაძირლებს კი დიდხანს არ გლოვო-
ბენ.უნდა წავიდე მის ცხოვრებიდან
ისე, რომ თითქოს არც ვარსებობდი.
-იქნებ თეოს არც კი ვახსენდები, მე
კი ასე განვიცდი.მე ხომ ორი თვეა არც კი შევხმიანებივარ.მაგარი შეურაწყოფილიც იქნება.მე მას დავეხმარები ჩემს დავიწყებაში.
ბოლოს და ბოლოს მისთვის ერთი
,, ვირტუალური კაცი "ვიყავი გასართობი. მე მისთვის კაცი ვიყავი
სამშობლოდან, ვართობდი და ვაბედნიერებდი.ისე უეცრად ამყვა და ისე უეცრად გადმოალაგა თავის
გრძნობები, რომ არც დაინტერესდა ვინ ვიყავი, იქნებ სულაც ვიტყუებოდი.
დავიჯერო ასეთი გულუბრყვილოა,
ვითომ ასეთი გულწრფელია თავის გრძნობებში? -გამუდმებით ებრძოდა თავს ილია.
-ჩემს გვერდზე ახლა ქეთაა.ქალი , რომელმაც კარგად იცის ჩემი გასაჭირი და მზად არის მიიღოს ისეთი, როგორიც ვარ.მასთან არაფრის ახსნა არ მჭირდება.
დე მტკიოდეს გული მონატრებისგან,
ვიდრე დამცირებისგან. დიდი დიდი
ერთი თვე კიდევ გამიხსენოს და
იჯავროს . გაბრაზებული დამივიწყებს
და მერე რა დალევს საიტიდან ,
საიტზე მოსეირნე კაცებს,
გართობა სხვასთანაც შეიძლება.
იმშვიდებდა თავს და ცდილობდა
თეოზე არ ეფიქრა.იცოდა გაუჭირდე-
ბოდა , რადგან თეო არ იყო ის ქალი ,
რომელსაც მალე დაივიწყებდა.
მაგრამ უნდა ეცადა, რადგან ახალი
ცხოვრება უნდა დაეწყო, სხვა მდგო-
მარეობით და ახალი სახეებით.
მიხვდა , რომ ძველი ილია მოკვდა,
თავისი ხალისიანი ცხოვრებით.ის ახლა სხვა იყო , გრძნობებისგან და
ემოციებისგან დაცლილი კაცი.მეორე
დღეს ქეთას ლებტოპის მოტანა სთხოვა.. როდესაც საიტი გააუქმა და
თეოს ცხოვრებიდან წავიდა, გული
დაწყდა, იქნებ ჯობდა ორი სიტყვით აეხსნა, წასვლის მიზეზი და ისე წასულიყო.თეო ასეთ მოპყრობას
არ იმსახურებდა.
-ჯობია ნაძირალად ჩამთვალოს,ეს
ჩემს დავიწყებაში დაეხმარება.
ნაძირლებს დიდხანს არ გლოვობენ.
ათასი აზრი მოსდიოდა თავში, ცდილობდა თავის ნაბიჯის გამართლებას. გადაწყვიტა საბოლოოდ დაევიწყებინა თეოც და ის სიყვარულის ზღაპარიც , რაც მასთან აკავშირებდა.
-ვიფიქრებ ქეთაზე, ის იმსახურებს ჩემს ყურადღებას.მისმა მზრუბვე-
ლობამ და სითბომ ახალ ცხოვრებაში
დამაბრუნა.მან გულთან მიიტანა,
ჩემი ტრაგედია.მას მე ვუყვარვარ.
მან მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ.
ახლა თუ არ მიყვარს, მე შევეცდები შევიყვარო, რადგან ცხოვრება გრძელდება..- ილია ცდილობდა
საკუთარი თავისთვის, მეორე შანსი
მიეცა და თავის ნაბიჯი გაემართლე-
ბინა.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев