Предыдущая публикация
როგორც შვიდი ბრუნვა,
მიტრიალებს გარს
და მიჰქონდა წუხელ
ვარკეთილი ქარს.
ვერ აქრობდა მაინც
მთვარის მბჟუტავ კვარს.
და ვაბრუნებ ახლა:
ქარი .
ქარმა .
ქარს.
ჩამძახოდა ყურში:
-ჩქარა!
-ჩქარა !
-ჩქარა!
ვპასუხობდი ჯიბრით:
-კმარა!
- კმარა!
-კმარა!
რამდენ ძალას ხარჯავ
ისე -
უანგაროდ.
ეგებ ,
გარდაქარდე.
ეგებ ,
გადიკარო,
წოდებითი ბრუნვით,
-ქარო!
-ქარო!
-ქარო!
p.s .
საქართველოს ქარით
პულსი ამიჩქარდა.
არ ვახსოვდი არვის,
წუხელ , ქარის გარდა!
ალეკო ჩინჩალაძე . 10 . 01 . 19 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев