თავი 16.
ძილმა უეცრად წაართვა თავი.
საოცარი სიზმარი ნახა, რომელსაც მერე ხშირად იხსენებდა და სასწაულს
ეძახდა.:,, ყვავილებით მოჭედილ
ტრიალ მინდორზე მიაბიჯებდა
.უეცრად დედა დაინახა.
დედა ახალგაზრდა და უზომოდ
ლამაზი იყო.გაეხარდა დედის
დანახვა. უნდოდა დაეძახა,
მასთან მისულიყო, მაგრამ
მდელოზე, პატარა ბიჭს მოჰკრა
თვალი.ბიჭი დედიდკენ გაიქცა.
ბიჭში, თავისი თავი ამოიცნო.
დედამ ხელები გაშალს და პატარა ილიკო გულში ჩაიკრა.
,, ილიკუნა ჩემო სიცოცხლე,შენ უნდა
ბედნიერი იყო.გესმის ? დამპირდი,
რომ ბედნიერი იქნები."-გპირდები
დე, გპირდები. ბუტბუტებდა ილია.-
მერე დააპირა დედასთან მისულიყო,
მაგრამ ქალმა , პატარა ილიას ხელი მოჰკიდა და სადღაც გაქრა. "
ილიამ თვალები გაახილა, ოფლი
მოიწმინდა და თავისთვის
ჩაილაპარაკა:
-როგორ მიყვარხარ და მენატრები დე
ვეცდები შენი გულისთვის ვიყო
ბედნიერი.
დაჭრილები მალე საქართველოში
გადმოიყვანეს, სადაც რეაბილიტაციისა კურსის გავლა
იყო საჭირო. დავითმა შვილს ჰოსპიტალში მიაკითხა. ილიას შეეშინდა , რადგან ასეთი დათრგუნული და განადგურებული
მამა მან დედის გარდაცვალების
დღეს ნახა.დავითს ფერი დაკარგვოდა
და ფეხზე ძლივს იდგა.
-მამა შენ ცუდად ხარ ეხლავე ექიმს
დავუძახებ.
-არა ბიჭო, იმის მაგივრად , რომ
მოგეფერო და დაგამშვიდო, აქეთ
გავხდი მისახედი.ახლა კარგად ვარ,
რახან ცოცხალი დაგინახე. ექიმმა კი მითხრა ისეთ პროტეზს მოარგებენ,
ინვალიდონაშიც არ ჩაეთვლებაო, მაგრამ არ მეჯერა ბიჭო.გული არ გაიტეხო, ყველაფერი კარგად იქნება
მთავარია ცოცხალი ხარ შვილო.-
მიეფერა დავითი შვილს.
ილიას გაეცინა, რადგან მკაცრი
მამისგან ასეთი გულჩვილობა, არასდროს ახსოვდა.
-კარგი დავით , რაღა დროს ჩემი
მოფერებაა, სირცხვილია შე კაცო.
-რა გაიზარდე უკვე, დავბერდი ბიჭო.
ადრე იმიტომ არ გეფერებოდი, რომ
მკაცრად გექცეოდი მინდოდა არაფერი შემშლოდა და კარგი
ვაჟკაცი გამოსულიყავი.ახლა , ხომ
მაქვს უფლება, რაც ახალგაზრდო-
ბაში დავკარგე ავინაზღაურო?-დავითმა შვილის თავი გულზე მიიხუტა და აკოცა. ილიას თვალები
ცრემლებით აევსო.
-გინდა საიდუმლო გაგიმხილო
ბატონო დავით? შენი სულაც არ მეშინოდა, რადგან ვიცოდი ღამ-
ღამობით ჩემს ოთახში შემოდიოდი
და ჩუმად მკოცნიდი.-გაეცინა ილიას.
-უხ ,ამ ხალხს ხომ ვერაფერს გამო- პარებ.-ჩაილაპარაკა დავითმა
და თავი გააქნია.ილიას მამის ამ
ჟესტზე ხარხარი აუტყდა .ის ისეთი
გადამდებათ იცინოდა, რომ დავითიც
აიყოლა.
კარი გაიღო და პალატაში მაღალი,
ლამაზი ქალი შემოვიდა.ილიამ ქალს
გაკვირვებულმა შეხედა.
-აი, მესმის მხიარულება.სიცილი
ყველაზე დიდი თერაპიაა ავადმყო-
ფისთვის.მე თქვენი ექიმი ვარ ქეთა
ბექაური.
-მერე ვინ გითხრა, რომ ავად ვარ
ჩემო ლამაზო ქალბატონო.გამომწვე-
ვად შეათვალიერა ილიამ ქალი.
ქეთამ ილიას მზერა დაიჭირა , კაცი
ფეხებზე უყურებდა.ქალს შერცხვა და გაწითლდა.
-კარგია , რომ ასე ფიქრობთ, არ
მიყვარს მოწუწუნე კაცები, რომლებიც
განუწყვეტლივ, რაღაცას ითხოვენ.
-გააჩნია, რას ითხოვენ ქალბატონო
ქეთა და თან, როგორ ითხოვენ.
ირონიულად გაეღიმა ილიას.ქეთას
საშინლად აბნევდა ილიას გამომწვევი თავხედი თვალები.
-მობრძანდით ექიმო, შენ კი ბიჭო
ღირსი ხარ დიდი ნემსი გაგიკეთოს კაცმა ენაზე, რა თავს დაესხი ანგელოზივით ქალს.-თავი დანანებით გააქნია დავითმა.
-მაპატიეთ ქალბატონო ქეთა.მე ამ
უზრდელი ახალგაზრდის მამა დავით
ნიგურიანი ვარ.აღზრდილობა, რომ
დავაკელი დროა თავს ვიკლავდე,
აკაკის ,, გამზრდელივით"-ხელზე
აკოცა დავითმა ქეთას.
-რა გალანტური მამაკაცი ბრძანდე-
ბით ბატონო დავით.ისე არ აწყენდა
ამ ყმაწვილს ბევრი ,რამ თქვენგან
ესწავლა. -გაუღიმა ქეთამ დავითს.
-მართალი ხართ , ჩემო ქეთა მთლად
ხელიდან წავიდა ეს ბავშვი.მაგრამ
თქვენი იმედი მაქვს, თქვენი
მომხიბვლელობით ცოტათი
მოარჯულებთ.
-კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო
დავით, ავადმყოფს , შემდეგ შემოვუვლი და ვნახავ.სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.-ქეთამ დავითს
ხელი ჩამოართვა და ილიას დამვი-
ნავად გადახედა.
-აუ, ყოჩაღ შენ დათა, რა მაგრად
არშიყობ, აი მესმის ძველი სკოლა.
გადაიხარხარა ილიამ.
-ბიჭო , რა დღეში ხარ, რას დაეტაკე
ამ ანგელოზივით ქალს.. ვინ იცის
რა ხდება. იქნებ შენი ბედი გესტუმრა.
ბრაზდებოდა დავითი.
-გეთანხმები მამა, მაგარი ქალია.
ასეთი ქალის დანახვა კი არ გამოა-
ჯანმრთრლებს , გადარევს კაცს.არ
გინდა ნერვები ამას უყურო და
მშვიდად იწვე? მაგრამ შენი გული-
სთვის ამასაც ავიტან.-გაეღიმა ილიას.
-ხოდა , მთლად მშვიდად ნუ იქნები,
ცოტა იმოქმედე, რა ხართ ეს ახალგაზრდები.ყველაფერი, როგორ
მზამზარეული გინდათ.ქალს ორი,
ტკბილი სიტყვა უთხრა ისიც არ გინდა.ამიტომაც ხარ ასე მარტო
სული, რომ დაეხეტები ამხელა
კაცი.-ბუზღუნებდა დავითი.
-მოიცა რა მამა მაგას მოევლება, შენ
ის მითხარი ტასიკო სად არის,
რატომ არ მოვიდა ჩემს სანახავად, რა
ჩემი საყვარელი მამიდა ისე მემდუ-
რის ,რომ აღარ ვახსოვარ?-იკითხა
ილიამ.
-უი ! ტასიკო მაგას და ჯანდაბა, წუხელ
იმდენი იქოთქოთა დილით ორასი
ჰქონდა წნევა.კინაღამ შემჭამა. შენ
რა კაცი ხარო, ერთადერთი შვილი ჯარში გააგდეო.ნეტავ , როგორ უძლებდა მაგას დედაშენი.-ბრაზდებოდა დავითი.
-კარგი, რა მამა არ აწყენინო , ხომ იცი
როგორ მიყვარს ეგ ჯაჯღანა ქალი.
-არსად დაკარგო, როგორც კი
დაქორწილდები წითელი ბაბთა უნდა შევაბა და საჩუქრად მოგართვა
ქორწილზე.-ისეთი სერიოზულად უთხრა დავითმა, რომ ილიამ წითელ
ბაბთა შებმული ფუმფულა ტასიკო
წარმოიდგინა და თავშეუკავებელი
ხარხარი ატეხა.
-წადი აქედან დავით , თორემ გაგვყ-
რიან იცოდე.-სიცილისგან აცრემ-
ლებულ თვალებს იწმენდდა ილია.
დავითი შვილს დაემშვიდობა.
-ღმერთო, კიდევ კარგი არ დავიღუპე,
მაგრად დგას არ დაითრგუნა ბიჭი.
ამის მერე,ყველაფერი კარგად იქნება
არ გატყდა ვაჟკაცია, ენაცვალოს
მამა. -ფიქრობდა დავითი და კმაყო-
ფილი დაბრუნდა თბილისში.
-ჩემი ვითომ,, მკაცრი" მოხუცი, ყოჩაღ
მაინც მაგრად იდგა. მწუხარება არ დამანახვა.ნუ გეშინია ჩემო დავით
ნოკდაუნში ვერ ჩამაგდებს ეს დარტყმა.მაიც მყარად ვიდგები.
ფიქრობდა ილია.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев