თავი15
თეოს საშინელი სურვილი
გაუჩნდა ერთხელ მაინც შეეცვ-
ალა,რაღაც თავის ცხოვრებაში.
თუნდაც იმ საზიზღარი კაცის
ჯიბრზე, რომლის მონატრება-
საც ეგონა , რომ თეო დააჩოქა.
-უჩას ჩემგან მოკითხვა გადაეცი
უთხარი, რომ მახსოვს და მენატრება.თუ გინდა ჩემი ტელეფონის ნომერი მიეცი,
თუმცა ვიცი არ დამირეკავს, რადგან არ დაიჯერებს, რომ ეს
ყველაფერი მე ვთქვი. -გაეცინა თეოს.
-იცოდე გელი მთელი გულით.
დაემშვიდობა ქეთა.
-ილია, მაშ ილია ჰქვია ქეთას ქმარს,
კსპიტანია, ავღანეთში იყო და ფეხი
დაკარგა.რა ღვთის რისხვაა, მაინც და
მაინც ქეთას ქმარს უნდა რქმეოდა
ილია და კაპიტანი ყოფილიყო.
სიმწრით გაეღიმა თეოს.
-რამდენიც არ უნდა ეცადო, შეცვალო შენს ცხოვრებაში დაივიწყო ის ცუდი
რომელმაც გული გატკინა, მაინც დგები გამოცდის წინაშე. მაშ ილია, რა
დამთხვევაა. კვლავ გამიჩნდა სურვილი მოგძებნო და გნახო ვინ ხარ
ჩაგხედო თვალებში და გკითხო.: ,, რა
დაგიშავე, ნუთუ ჩემი დაცინვით და
გამწარებით შეგემატა რამე? მინდა
ჩაგხედო თვალებში და გკითხო:,, ეს
არის შენი კაცობა? ნუთუ ასე იქცევიან
ვაჟკაცი კაცები. მაინტერესებს , რა პასუხს გამცემ? რაღაც მეეჭვება კაცობა გეყოს და თვალი გამისწორო.
გეფიცები მაინც გიპოვი-ჩაილაპარაკა თეომ და ცრემლები მოიწმინდა.
------------'-----------------------
ი ლ ი ა
თვალები, რომ გაახილა ირგვლივ ისეთი სითეთრე დაინახა, იფიქრა
რძისფერ ბურუსში ლივლივებდა.თავი
საშინელად სტკიოდა. ირგვლივ
სიჩუმე და სიცარიელე იყო.გაუჭირდა
რეალობის აღქმა და თვალები
დახუჭა.
-ნეტავ , სად ვარ, რა სინათლეა ირგვ-
ლივ.ღმერთო ,როგორ მტკივა თავი.
რა ხდება, რა მინდა აქ?- შეეკითხა და წამოიწია.წამოდგომა გაუჭირდა.
გაახსენდა დაჭრილი, რომ იყო.საში-
ნელი გრუხუნიც კი გაიგონა, ისე მძა-ფრად შეიგრძნო დარტყმის ტალღა,
შეშინებული ლოგინიდან წამოვარდა.
მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხი
მოძებნა.სიცარიელე, რომ შეიგრძნო
სიმწტით გააჟრჟოლა.
-ვაიმე ფეხი დავიღუპე.-თავზე ხელე-
ბი წაივლო და არაადამიანური ხმით
დაიბღავლა.მერე სისუსტის შერცხვა
სახეზე ხელები აიფარა და ჩუმი ხმით ატირდა.
-ღმერთო დავიღუპე, რა ვქნა ეხლა.?
რაღაა ჩემი სიცოცხლე. ?მე ხომ, კაცათც, აღარ ვარგივარ.-სლუკუნებდა და ცრემლებს მუ ეჭით იწმენდდა.
-საწყალი დედა ალბათ გაგიჟდებოდა
ეს, რომ ენახა საწყალს ჩემზე ამოს-
დიოდა მზე და მთვარე.
,, შენ რა დაგაგდებს ბიჭო, ისეთ
მძლავრ ფეხებზე დგეხარ"-გაიგონა
ძია მიშას ხმა, როდესაც მორიგი გამარჯვების შემდეგ, გახარებული
სახეს უმშრალებდა და რინგზე დარბოდა.
-ახლა რა ვქნა, ჩემთვის ხომ
ყველაფერი დამთავრდა-ამოისლუ-
კუნა ბავშვივით და თავი ბალიშზე
მისდო.
უეცრად პალატის კარები გაიღო და
ოთახში ექიმი შემოვიდა, რომელსაც
ექთნები შემოჰყვნენ.
-რა ხდება ჯარისკაცო, რა ცხვირ-პირი
ჩამოგტირის?, როცა ასეთ რთულ
პროფერიას ირჩევ, უნდა გაითავისო
რა რისკებთან გაქვს საქმე.ამიტომაც
ყველაფერი უნდა ისემიიღო როგორც
რეალობა.სირთულეებს უნდა შეებრძოლო და დამარცხო კიდეც.
შენი შემთხვევა ინვალიდობაც არ არის.ისეთ პროტეზს მოგარგებთ
სამსახურსაც გააგრძელებ თუ მოინ-
დომებ.ასე რომ ცრემლი მოიწმინდე
და ქალაჩუნასავით ნუ იქცევი.-ხმა
გაუმკაცრდა ექიმს.
-ხან და ხან ცხოვრება ისეთი გაუსა-
ძლისია, იქნებ ასეთ სიცოცხლეს
სიკვდილი ჯობდა.ჩაილაპარაკა ილიამ და გვერდზე გაიხედა , რათა ექიმს მისი ცრემლი არ დაენახა.
-რას ამბობ ჯარისკაცო, სიცოცხლე ისეთი მშვენიერია, არ ღირს მასზე უარის თქმა.მალე სამშობლოში
გაგაგზავნით, არაფერი ისე არ აჯანსაღებს კაცს , როგორც მშობლი-
ური მიწის მადლი და სურნელი.
გაეღიმა ექიმს.-ახლა დამაწყნა-
რებელს გაგიკეთებენ ცუდმა აზრე-
ბმა , რომ არ შეგაწუხოს.აბა! კარგად
ჯარისკაცო ხვალ ისევ გნახავ და
გავიგებ , როგორ ხასიათზე იქნები.
დაემშვიდობა ექიმი და პალატიდან
გავიდა.ექთანმა წნევა გაუზომა,
დამამშვიდებელი გაუკეთა და ისიც დაემშვიდობა.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев