თავი ოცდმეცხრამეტე.
გიგომ ნატა გულზე მიიკრა და
სახე დაუკოცნა.-როგორ მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე, არ
გაბედო და არ დამტოვო.-პატარა
ბავშვივით ტიროდა გიგო.
-მტკივა გიგო, ძალიან მტკივა.-
ამოიკვნესა ნატამ და თავი გადააგდო.
-არა!- დაიყვირა გიგომ და ქალი გულში ჩაიკრა, მიხვდა
ნატას სუნთქვა უჭირდა.
-ნუ დამტოვებ გთხოვ, ნუ დამტოვებ , უაზროდ ბუტბუტებდა გიგო და ნატას
ეფერებოდა.
-ძმაო დაწყნარდი, თავი ხელში
აიყვანე, სასწრაფო უკვე მოდის
ახლა ღმერთზეა დამოკიდებულ ამ
საცოდავის სიცოცხლე.-ჩაილაპარაკა იქვე მდგომმა კაცმა. ნატა მძიმედ
სუნთქავდა, ყოველი ამოსუნთქვა, გიგოსთვის სიცოცხლის იმედს ნიშნავდა.
-ნუ დამტოვებ , გთხოვმე ხომ შენს გარეშე არავინ ვარ , ჩემო პატარა ქალო. -ბუტბუტებდა გიგო და ნატას შუბლზე ოფლს სწმენდდა.სასწრაფო
-მეც მოვდივარ. -უთხრა გიგომ
ექიმს და სასწრაფოსაკენ გაემართა.
-თქვენ ახლობელი ხართ.-იკითხა
მკაცრად ექიმმა.
-მე ექიმი ვარ, აჩქარდით ახლა ამის დრო არ არის , ვერ მივატოვებ.
მანქანა დაიძრა, სირენის გამგმირავმა ხმამ ჰაერი გაკვეთა.
გიგო გაბადგურებული თვალებით
შესცქეროდა, ნატას და ციება შეყრილივით კანკალებდა.თითქოს
ყველაფერი დაავიწყდა დაცხოვრებას
გაეთიშა.მხოლოდ ნატას ხედავდა ,იმ ნატას ბედნიერს იასამნებით ხელში.
როცა მიხვდა ,რომ ნატას გარეშე
ერთ წუთსაც ვერ იცხვრებდა.
-გთხოვ ასე სასტიკად ნუ მომექცევი,
ბუტბუტებდა გიგო და ნატას ხელზე ეფერებოდა.
-ექიმო ვინ არის ეს ქალი-მორიდებით შეეკითხა ექიმი გიგოს.
-გიგო არაფრისმთქმელი თვალებით
შეხედა ექიმს დაჩუმად ჩაილაპარაკა.
-ეს ქალი ჩემი ცოლია, ჩემი დიდი სიყვარული.თავი ჩაკიდა გიგომ და ჩუმად ატირდა.
საავადმყოფოში უკვე ელოდნენ ავადმყოფს.თბილისიდან ზურაბი და
სანდრო მოდიოდნენ. მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა. განყოფილებაში ზურაბი და სანდრო
აჩქარებული ნაბიჯით შემოვიდნენ.
ზურაბი გზადაგზა იძლეოდა განკარგულებებს.მან კედელთან მდგომ განადგურებულ გიგოს მოჰკრა
თვალი.
-დაწყნარდი, თავი ხელში აიყვანე,
ყველა ღონეს ვიხმარ, რომ შევინარჩუნო გესმის , საკუთარი
სიცოცხლე ,რომ დამჭირდეს.ოღონდაც გვიან, არ
იყოს, ღმერთო გვიშველე.
-თავი მოიწესრიგე და შემოდი, თუ გინდა.-შეხედა სანდრომ გიგოს.
-ახლა არაფერი არ შემიძლია, გესმის
შედით და გადამირჩინეთ, გემუდა-
რებით.მე ეხლა არაფერი შემიძლია.-
ცახცახებდა გაგიჟებული გიგო.ზურაბი და სანდრო საოპე- რაციოში შევიდნენ. გიგო იქვე ჩამოჯდა და ფიქრებში გაირინდა.
-ნუ შეიძლება ამ სიყვარულის ასე დასრულება.ნუთუ დაუშვებს ამას ღმერთი , ჩვენ ხომ არაფერი დაგვი-
შავებია დიდი სიყვარულის გარდა.
ღმერთო ნუ წამართმევ ამ სიხარულს,
სუხარულს , რომელსაც ნატა ჰქვია.
საოპერაციო ოთახის კარები გაიღო
და დაღლილი ზურაბი გამოვიდა.მან იქვე სკამთან გიგოს მოჰკრა თვალი, რომელსაც თავი ჩაეკიდა და გარინ-
დულიყო.
შემოდგომის , თბილი დღე იყო
კლინიკის ეზოში, შავი აუდი შემოვიდა და დიდ ნაძვთან პარკირება გააკეთა.
მანქანიდან მაღალი , სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა.
-შენ არ გადმოხვალ ჩემო პატარა ქალუნა, თუ მანდ დაელოდები დედიკოს-შეეკითხა პატარა გოგონას,
რომელმაც ფანჯრიდან ხუჭუჭა აბურდული თავი გამოყო და მამას გაუცინა.
-მეც გადმოვალ და დაველოდები, აბა მალტოკა დაკტოვო? რომ ალ დამინაქავს იტკვის , სად ალის ბავსვი.
მანქანიდან საქმიანად გადმონიდა პატარა და მამას ხელი მოკიდა.
კლინიკის კარებიდან ზურაბი და ნატა გამოვიდნენ, იქვე შეჩერდნენ და საუბარი გააგრძელეს.
-ნახე, შენებიც მოსულან-გაახედა
ნატა , მანქანისკენ ზურაბმა.ნატას
გაეღიმდა და ქმარ-შვილს ხელი დაუქნია.გიგომ ბავშვი ხეკში აიყვანა და მათკენ გაემართა.
-მოგესალმები ზურაბ ბატონო, როგორ მყავს თქვენი თავი.-მიესალმა გიგო ზურაბს.
-კარგად სიძე ბატონო, ასეთ ლამაზ გოგოს , რომ დაინახავს კაცი ავად,
რომ იყვეს კარგად გახდება.გული
მიფრთხიალებს, მიღონდება, არაფერი მიშველის, სანამ ეს ლამაზი
გოგო არ ჩამეხუტება.-თავი მოისაწყლა ზურაბმა.
-ალიქა დამსვი, ცქალა ვაკოცო ალაფელი მოუვიდეს, აჩქარდა პატარა და ზურაბს ფეხებზე მოეხვია.
ზურაბმა ბავშვი გულში ჩაიხუტა-ზურა
ძიას წამალი ხარ, შენ ჩემო პატარა ლილე ქალო.გენაცვალოს ზურაბი
ბიძია.-ეფერებოდა გოგონას და
აბურდულ, თმებს უკოცნიდა.
-პურმარილი დაგვიძველდა ზურაბ ბატონო, ხომ არ მესტუმრები.
-აბა ამაზე უარს , როგორ გეტყვი
სიძევ ბატონო.-ჩაეღიმა ზურაბს.
-ხოდა ამ კვირას ბუნებაში გავიყვანოთ ჩვენი გოგონები და კარგად ვიქეიფოთ.
-ვიტყვი, რომ გადასარევი წინა-
დადებაა.-დაეთანხმა ზურაბი.
-აბა ჩვენ წავედით და თაბაგრებს
კვირას გელოდებით.
ზურაბმა, მიმავალ წყვილს თვალი
გააყოლა.უეცრად ნატა მოტრიალდა
ზურაბს გაუღიმა-იცი , როგორი
ბედნიერი ვარ ჩემო ბაყბაყა.
-ვიცი , ჩემო ჭიამაია-გაეცინა ზურაბს.
და გაიფიქრა,, ღმერთო, სულ ასე
ბედნიერები და გახარებულები
მენახეთ, გენაცვალოთ ზურაბი. პირჯვარი გადაიწერა და მანქანა დასძრა.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
თამარელა./თამარ დანდლიშვილი/. 11.12. 2018 წელი.
ბურსა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4