Предыдущая публикация
სულ არ მაღელვებს აზრი ბომონდის,
ან რა სიტყვები აკერავთ პირზე.
თემურ- ლენგია აქეთ რომ მოდის ,
თუ გადამჯდარი ქრისტეა ვირზე?!
გული მაქეზებს ისევ ფიცხელი
და სხვაგვარ ყოფას მისგან არც ველი.
ეს ღუბელია სეტყვის მრისხველი ,
თუ ღვთისმშობელის კალთა მფარველი?
ჟამთაღმწერელო!- წიგნი გახსენი!
არ ამერიოს ისევ მე დრონი!
წმინდა გიორგი , შენ რომ ახსენე,
აქეთ დაძრულა თავის თეთრონით !
ჩემია მიწა სისხლით მორწყული!
ქართველო ერო! - ისევ წინ ! და წინ!
ვერას დამაკლებს მტერი ,მომხვდური,
როცა მფარველობს ყველა წმინდანი!
ალეკო ჩინჩალაძე . 13 . 12 . 18 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев