Предыдущая публикация
ისევ სიჩუმე
და მარტოობის მწარე ნაღველი.
კვლავ სახურავზე წვიმის წკაპუნი,
გულს შემოჭრილი შავი დარდები.
სიტყვის უთქმელად გაბრუნებული,
და მიმალული ფიქრი მტანჯველი.
ისევ ღრუბელი ცაზე ათასი
და გულშიც დარდი გაუქრობელი.
სადღაც შორს მოსჩანს იმედის სხივი.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდება.
სულ ბოლოს ქრება მომავლის რწმენა,
კეთილს ბოროტი რად ეჯიბრება...
13.12.2018
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев