Предыдущая публикация
ვერ დავიოკე ტკივილი,
ვერც სული , გული,
ვერც მხრები .
ბევრჯერ ვინატრე სიმშვიდე .-
ვერა და ვერა !-
ვერ ვცხრები!
დარდი მაქვს გაზაფხულამდე
გადაფრენილი მერცხლების .
და მენატრება ბუდეში
ჭროღა , პატარა კვერცხები .
გამოცხვეს ეს ობლის კვერი ,
თორემ მე ვასწრებ . მე ვცხვები .
არც ლხინში არ გიღალატებ.
არც ომში აღარ შევრცხვები!
ჟანგს არ იკიდებს და ვწუხარ
იუდას ოქრო-ვერცხლები .
ერთხელ მოვსულვარ და წავალ.
ამაოებას შევწყრები.
ვინ იცის , დამრჩა რამდენი?-
მეათედი , თუ მეცხრედი?
ოღონდ , ჯერ არა!
ჯერ არა!
დარდი არ გამყვეს მერცხლების!
ალეკო ჩინჩალაძე . 20 . 11 . 18 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев