************************
სიყვარულისთვის მზად თუ არა ხარ,
ცდილობ წარსულის გადავიწყებას,
თუ წინაღობებს ვერ გადალახავ,
ნუ მიეცემი თავდავიწყებას.
ქალში სიყვარულს თუ ვერ იპოვნი,
თუ ვერ შეიგრძნობ თრთოლვას გულისას,
მხოლოდ გარეგნულ სილამაზეში,
ვერ დაიოკებ შფოთვას სულისას.
ქალი წააგავს თოვლის ფანტელებს,
ხელით შეხებაც ადნობს ხანდახან,
დაგელოდება, წლებს გაათენებს
და ეგუება ზოგჯერ ღალატსაც.
მზად თუ არა ხარ სიყვარულისთვის,
თუ ბედისწერამ მწარედ დაგცინა,
ნურც სახელისთვის
და ნურც ფულისთვის,
ნუ მოატყუებ, ქალს ნუ გაწირავ.
ქალი ტკივილებს ღიმილით იცავს,
გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ამ სუსტ არსებებს,
ქალის გარეშე ვერც დედამიწა
და თვით სამყაროც ვერ იარსებებს.
მარინა ყიფიანი
20.06.2018

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев