შემოდგომა, შენს ფიქრებთან დადგა.
ის, მოგიქსოვს ჭრელი ფოთლის ფარდაგს
და ფეხებთან, წინ დაგიფენს ანცად.
ტყვილა ნუ თხოვ, იყოს წყნარად ახლა.
გიფრიალებს, გიშრიალებს კაბას,
რომ შემოგტრფის, გეფერება ალბათ -
მარტოობის ქალბატონო, ნაზად.
შეეპარა ხმაში თითქოს ცრემლი,
ტკივილის და მონატრებით ელის:
დაუბრუნდეს შენ ოცნებებს ფერი,
დაგტრიალებს, მაგრამ ვერას გშველის!
აგიწეწა, მგლოვიარეს თმები,
რადგან ფიქრობს, ასე მეტად გშვენის!
სიცივისგან გაგეთოშა ხელი,
თავის ჭკუით, ვითომ გათბობს შტერი!
შეგიმშრალა გადმომდგარი ცრემლი.
ნუღარ ტირი, ჩაგჩურჩულებს, გეტრფის.
დაიღალა ბოლოს ამის ცქერით.
დაილია, შენთან ესე ხვეწნით.
ხედავს, როგორ იტანჯები,ვერ თქვი.
სიყვარულის ჭრილობაა ძველი!
გაგეცალა, იგრძნო, რომ ვერ გშველის,
მიგატოვა და ტკივილით მღერის.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев