Предыдущая публикация
ვის გაუგია ბუნაგი ძაღლის?-
ეს არის შენი ღარიბი სახლი.
შეგიტოკდება სიფრთხილის ძარღვი
და ყურს მიუგდებ იდუმალ ძახილს .
ალბათ განგებამ ასე ჩათვალა,
იყო ეული და მაწანწალა .
თვალზე ცრემლი გაქვს. -
ნუთუ , შენც ტირი?
ასე ძალიან რამ გაგამწარა?!
მოძმე გყავს კოჭლი, ზოგი ცალთვალა ,
ზოგი მურა და ზოგი ნაცარა .
დაბრძენებული წლების სიავით
ხარ სევდიანი , არაცანცარა .
იარე ფრთხილად გამოღმით , გაღმით ,
სანამ ცხოვრება ძვალივით დაგღრღნის!
ფუჩეჩში წევხარ მთვლემარე ნაღმი.
ჩაგეძინება მშიერს და დაღლილს.
ალეკო ჩინჩალაძე . 13 . 11 . 18 .
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1