არ შეგშვენის,არ გიხდება დაჩოქება.
''გაუძელი ''-სანამ პირში სული გიდგას
სხვანაირად შენ ვერ შეცვლი ამ ცხოვრებას,
''გაუძელი ''-თუ წამებით დაიღალო,
სულიერად ძირს დაცემა არ გჩვევია,
მარტო არ ხარ,ფიქრადაც არ გაიკარო,
შენი ჯანი, ამ ყველაფერს ნაჩვევია.
''გაუძელი''-ხმა ჩამძახის უხილავი,
ეს ხომ ღმერთის ტკბილი ხმა და ღაღადია,
მის ლოცვაზე ძლიერი და უწმინდესი,
მე ამ ქვეყნად არაფერი მაბადია,
თავს მიხედე,გულს დარდი არ გაიჩერო,
კმარა,რაც კი გაჩენილი ბზარებია.
შენ თავს თუ არ დააფასებ,რა გიშველო,
ნაჩუქარი სიცოცხლე არ გყვარებია,
ახლა ვხვდები,რა რთულია ეს ცხოვრება
წლები როცა ხელებს შუა გაილია,
თუ იცხოვრებ ისე, როგორც გეცხოვრება
დამიჯერეთ,უფრო მეტად ადვილია,
იცხოვრე და თავს ნურავისს მოაბეზრებ,
შენი ყოფა,შენი გზა და მიზნებია,
სადარდებლად გულს ნურაფერს მოახვედრებ,
ბოლო ბინა მაინც....''წიფლის ფიცრებია ''.....!!!!!!!
(ქართული გენი )

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев