Предыдущая публикация
ეს გულიც გაყინა სიჩუმემ.
გაჩუმდი, სიტყვები არ გინდა,
სიცრუით ნუ არღვევ სიჩუმეს.
დრო დადგა ფიქრის და სიმართლის,
სიჩუმის დამსხვრევა მომინდა.
ვიღაცა სიკეთეს მოუხმობს,
წუთებიც თითქოსდა გაჩერდა...
ხანდახან გგონია უკუნი,
სულში ჩაძირული დარდია.
სიჩუმე ჯობია სიცრუეს
ამიტომ გაჩუმდი, არ გინდა...
ვიცი ძნელია სიჩუმე,
ფიქრები დარდებმა ჩაძირა.
სიტყვები არ მყოფნის რომ გითხრა,
სათქმელი სიჩუმემ გაყინა.
უაზრო წუთები გაივლის,
სიჩუმეც ძალიან მწარეა
მინდა დავარღვიო სიჩუმე
და გითხრა. მიყვარხარ ძალიან...
08.10.2018
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев