და ჩემს გულში, ჩვილ ბავშვივით შევიფარებ...
შენს სამყოფელს, თუნდაც ჯოჯოხეთი ერქვას...
მე შენს გამო, დემონებსაც შევიყვარებ...
მოვიპარავ, სუყველაზე გრძნეულ წამებს...
შენს ღიმილის, უტკბეს წუთებს მოვიპარავ...
თუკი, შენზე ტკივილები გამაწამებს...
მაგ ტკივილებს, მაგ ტანჯვასაც დავიფარავ...
მოვიპარავ, დეკემბრის თვის ბოლო თოვას...
მოვიპარავ, შენი ფეხის ნატერფალებს...
მოვიპარავ, გათოშილი ზამთრის თრთოლვას...
და შორეულ მოლოდინით, სავსე თვალებს...
მოვიპარავ, მე შენს დარდებს, გლოვას სუნთქვას...
მოვიპარავ, მე შენს წარბთა გაბრაზებას...
მოვიპარავ, იმას რაც კი ჩემთვის გითქვამს...
მოვიპარავ და დავმალავ როგორც მცნებას...
მოვიპარავ, ვიდრე აღარ გვიანდება...
სუყველაფერს, რასაც ქვია შენი რამე...
ვიდრე, ჩემი ცხოვრების გზა დამთავრდება...
ვიდრე ჩემი მიცვალების მოვა ღამე...
მოვიპარავ, რადგან მინდა გავამრთელო...
გარდაცვლილი, გულის თუნდაც ნაპერწკალი...
თუნდაც, ერთი ღამე მაინც გავათენო...
რომ არ იყოს, ნაწამები, ნაეკლარი...
მოვიპარავ, შენი გულის ყოველ ფეთქვას...
და ჩემს გულში, ჩვილ ბავშვივით შევიფარებ...
შენს სამყოფელს, თუნდაც ჯოჯოხეთი ერქვას...
მე შენს გამო, დემონებსაც შევიყვარებ..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3