გაინტერესებს სულის გარდა რა გამაჩნია.
მინდა აგიხსნა, რომ რაც ბზინავს ოქრო არ არის
და რაც შენ გხიბლავს ლპობადი და წარმავალია.
რასაც მე ვზიდავ, იმის ზიდვას ვერაფრით შეძლებ.
ჩემი ქონება შენთვის ძნელად დასანახია.
იმაზე უფრო მდიდარი ვარ ვიდრე გგონია,
ამ სიმდიდრეს კი ვერ შეწვდები, დასანანია.
ნუ გავიწყდება ვიბადებით ხორცით შიშველნი
და სულის გარდა სხვა სიმდიდრე არ გაგვაჩნია.
ვცხოვრობთ, ვაგროვებთ ქონებას და როცა მივდივართ,
ყველაფერს ვტოვებთ, სულის გარდა რაც გვაბადია.
ჩემი პასუხი ეს არის და ახლა მე გკითხავ,
რასაც აღმერთებ ის ქონება შენთვის განძია?
მხოლოდ ის არის მოყვასში შენ, რასაც აფასებ?
ეს ყველაფერი შენთვის მართლა სულის ფასია?
ბოლოს კი გეტყვი ამ საზომით სხვას ნუ აფასებ.
ნუ ეძებ იმას სულის გარდა რა გააჩნია.
არ დაგავიწყდეს, რომ სახელი დარჩება ბოლოს,
სულს ცა მიიღებს, სხეული კი დასამარხია

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5