Предыдущая публикация
ერთი პატარა შვილი ვარ
ჩემი მამულის , ამ ცის
და დღემდე მიწევს ცხოვრება
თვალში შეყრილი ნაცრით.
ამიტომ გავხდი , ვიდრე ვარ
ცოტა იმაზე მკაცრი .
ამიერიდან ყველაფერს
ავწონ - დავწონი. გავცრი.
ადგილს მივუჩენ თავისას
ვარდს , ყაყაჩოს და ნარცისს.
და მივენდობი მხოლოდ მას ,
ვინც ერთგულებით ამცრის.
ეგება , გონზე მოვიდეს
თვალში შემყრელი ნაცრის .
ალეკო ჩინჩალაძე . 13 . 09 . 18

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев