შენი ხმა მესმის, თვალზე ცრემლი მადგება ისევ,
გულს კვლავაც ღრნიან უსასრულო შავი ფიქრები.
ასე გგონია რომ საერთოდ არ ვფიქრობ შენზე,
თეთრ ღამეებში შენზე ფიქრით მეც ვიტანჯები.
ვიცი შევცოდე, ბევრმაც გამკიცხა ცივი ცინიზმით,
მაგრამ ძვირფასო შენ მე სხვა გზა არ დამიტოვე.
ჩუმად მივჯდები ცრემლიანი თვალებით სადღაც
და შენზე ლოცვით ჩემს დარდიან გულს კვლავ მოვიოხებ.
ჩემს გულს აკლიხარ, სულს აკლიხარ ისე ძლიერად,
იმ შენს ზიზღიან თვალებს ვხედავ, ბოლოს რომ გნახე.
უფალს შევთხოვე პატიება შენთვის და ჩემთვის
და მწამს უფალი შემისრულებს ამ თხოვნას ისევ.
მჯერავს დაფიქრდი, გონს მოეგე, მიხვდი სიმართლეს.
უფლის წყალობა არ მოგაკლდება მთელი სიცოცხლე.
რამდენი ცრემლიც შენზე ფიქრში ჩუმად დავღვარე,
იმდენი დღენი ბედნიერი მინდა რომ მყავდე...
09.08.2018
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев