მოდგმას კაცისას, ცოდვის სამოსი აცვია...მიყვარხარ ჩემო სიცოცხლევ,სხვა ქალი, გეტყვი:- არც მინდა... ხომ იცი, ცოდვილ ბუნებას,ვებრძვი, ვებრძვი და ვერ ვჯობნი... სირცხვილი ძლიერ მაწუხებს, თავის მართლებამ, დამღალა... თვალებში ვეღარ გიყურებ, მითხარი: კარგო, რა გითხრა? რა ვქნა,თუ დღესაც ლამაზო, მე კვლავ მუხლებზე დავეცი...ძლივს წამოვდექი მოვდივარ, ვგრძნობ ცოდვა სხეულს ამძიმებს....ვიცი, რომ ბრძოლა წავაგე, სულს, სინანული შეეხო...საკუთარ თავთან ბრძოლაში, გამარჯვებულს შენ, ვერ მხედავ...როგორ დაგღალე სიცოცხლევ.... გთხოვ, რომ უსიტყვოდ გამიგო,უნდა შემინდო ცოდვილი,შენს იქით სხვა გზა მე არ მაქვს...როგორ მიყვარხარ ძვირფასო, უშენოდ ცოცხალ-მკვდრი ვარ, ალბათ შენც ხვდები ლამაზო, სიყვარული რომ ფარია, ჩემი ფარია სიცოცხლევ, საკუთარ თავთან ბრძოლაში...შენ კარგად იცი ძვირფასო,რომ უშენობა დამღუპავს, ცოდვის მორევში ლამაზო, ხომ იცი, ჩავიძირები... მოვალ და ბოდიშს მოგიხდი,შენ მუხლებს შემოვეხვევი, უნდა მიმიღო უღირსი, უშენოდ, დავიკარგები...შენ,ჩემი მზე ხარ ლამაზო, სიცოცხლის წყარო, სათავე...და თუ, ხელს კარგო გამიშვებ, ხვალ სიკვდილს ჩავეხუტები...კაცი ვარ...მოდგმას კაცისას, ცოდვის სამოსი აცვია...გთხოვ! არ გამწირო, შემინდო...ბრძოლის სურვილი, შენით მაქვს...22/07-2017წ. ლალი ჩხეიძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев