ალბათ, სულ დაგიწერს ლექსებს,
გულს არ გაიკარებს სხვისას,
სანამ არსებობას შეძლებს.
პოეტს თუ უყვარხარ მტრისას,
ყველას შეშურდება შენი,
ყველა "მოღალატედ" გთვლის და
ყველა, ერთ მუჭ ტალახს გესვრის.
პოეტს თუ უყვარხარ მტრისას,
ლექსით აღარ მოგცემს საშველს,
მერე ისეთ რამეს გიზამს,
ინატრებ - წარსულის საშლელს.
განა გულს მოგიკლავს, ანდა
განა დაგიშავებს რამეს,
ასე რითმა-რითმად გეტყვის
ყველას - უთქმელსაც და სათქმელს.
პოეტს თუ უყვარხარ მტრისას,
ისე ერთგულება იცის,
საკუთარ თავს შენად თვლის და
გრძნობა არ ჭირდება სხვისი.
პოეტს თუ უყვარხარ მტრისას,
მუდამ ეყოლები ფიქრში,
ყოველ დღე აღავლენს ღირს არსს
და შენზე ილოცებს ძილშიც.
პოეტს თუ უყვარხარ მართლა,
მართლა, თუ უყვარხარ ოღონდ,
შენგან არასოდეს წავა,
ერთი ეყვარები მხოლოდ.
პოეტს თუ უყვარხარ მტრისას,
ვაი, დაღუპულხარ კაცი,
რადგან მაინც მისად გთვლის და
იცის უშენობის ფასიც.
პოეტს, თუ შეხვდები სადმე
გირჩევ აარიდო თვალი,
ნუ გადაუდგები გზაზე,
მტრისას პოეტი, თან ქალი!
// ნინო მარგველაშვილი//
#музыка
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1