Предыдущая публикация
იმიტომ,რომ გულმა გისურვა.
რატომ ვერ დაგთმობ?
დასათმობი მე უკვე დავთმე,
იმაზე მეტი გავიმეტე ამ ცხოვრებისთვის,
რომ დაღმართისკენ დავექანე,მიზანი დავგმე...
რატომ ვიბრძოლებ?
იმიტომ ,რომ დაგისაკუთრე,
აღარ ვაპირებ "ხმალი ქარქაშს" ისევ ჩავაგო,
მე შენ მჭირდები...
იცი რატომ?
რომ ჩემმა სითბომ,
შენში გრძნობების ჩირაღდანი რწმენით დაანთოს...
მოვალ,მიმიღებ?
მაგრამ მაინც ხელს არ ჩავიქნევ,
ყველა განგებას აუმხედრებ ჩემს სულს დარდიანს,
ბედმა იცინოს,იღბალს თუგინდ გული გაუსკდეს,
ჩემს ცხოვრებაში მე ვერ ვხედავ სხვას,შენზე მზიანს.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1