იმ ფილმს წააგავს გაგრძელება რომ არ აქვს არსად.
თითქოს ელოდი, სხვა დასასრულს, კეთილს და ლამაზს,
მაგრამ დამთავრდა, ისე როგორც, მთვარდება დრამა.
ზოგჯერ ხდება, რომ ყველაფერი იწყება კარგად,
თუმცა ცხოვრებას ბედი მაინც აძალებს ღალატს.
ირგვლივ ნისლია და წვიმებმაც იმატეს ახლა,
მე ფანჯარასთან ისევ ვდგევარ დაღლილი კვლავაც.
იქნებ გავბედო ღია ცის ქვეშ გრძნობების ფანტვა,
იქნებ სიმშვიდე მოუტანოს ჩემს სულის განცდას,
იქნებ ვცდები და დასასრული დასაწყის ნიშნავს,
და ჩემი გული უსასრულო სიყვარულს იტანს.
ნეტავ ვიცოდე ეს ტკივილი საიდან მოდის,
ან სად მთვარდება არაფერი ყველაფერს რომ შლის.
სისულელეა ეს ფიქრები, ასე რომ მტანჯავს,
ახლა სჯობს წასვლა, სადმე შორს და სადმე სხვაგან,
სადაც სიჩუმეს წვიმების ხმა დაარღვევს მარად.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев