Предыдущая публикация
შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო.
სიძულვილი ქრება და სიყვარული რჩებაო.
ფანჯრის რაფას სანთელის ალი ეფინებაო,
ჩვენს გულებში იესოს რწმენა გამყარდებაო.
შობის ღამე დგებაო, ბოროტება კვდებაო.
ბეთლემს მწყემსის გომურში ქრისტე იბადებაო.
მისი ლოცვა-კურთხევა გულში რწმენად რჩებაო.
მთვარის შუქის ნათელი ლოცვად გვეფინებაო.
შობის ღამის სურვილი უცაბედად ხდებაო.
სულში სიკეთის სხივი მარად გაბრწყინდებაო.
ჩვენს გულებში სიკეთის რწმენა იბადებაო.
სიყვარულის, ერთობის წლები დაგვიდგებაო.
06.01.2018
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1