Предыдущая публикация
-------------------------------------------
ქართველ დედის ცრემლს,
შეუერთდა ღვთისმშობლის ცრემლი,
მოთქვამს იმ შვილებს,
საქართველოს რომ გამოაკლდა,
დედაო ღვთისავ,
დაგვიფარე შენი წილხვედრნი,
უფალს ევედრე ,
ჩვენი მოდგმის გადასარჩენად,
გთხოვ ღვთისმშობელო!
გაუნათე ქართველთ გონება,
რომ უფლის შვილთა
სისხლში ხელი არ გაისვარონ,
არ გაუშაონ
ადამის ძეს არსად ცხოვრება,
კაცთა სიცოცხლეს
არასოდეს არ ეთამაშონ,
დედაო ღვთისავ,
შეისმინე ჩვენი ვედრება,
შენი კალთის ქვეშ
მოგვაქციე ქართველი ერი,
საკმარისია
რაც დაღვარა სისხლი ქართველმა,
დროა დედაო,
გაგვახარო წილხვედრი ერი!
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე )

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4