Предыдущая публикация
რაც დაწერილა უფლისგან,
ყველა უკლებლივ ასრულდა .
ეპოქა სულ სხვა დაიწყო ,
როცა წინარე დასრულდა .
ბევრი რამ მოხდა ისეთი ,
რაც მე მსურდა , თუ არ მსურდა .
სხვას ჯიბრით აუტაცია ,
რაც მე ჩავთვალე აბსურდად .
ანტიქრისტეთა გვამებით
მთაწმინდა გაუფასურდა .
გაუფასურდა ზნეობა ,
კდემა ქართველთ ასულთა .
რა მკლავმაგარნი ვიყავით ,
მიტომ ვბაასობ წარსულთან .
აქ უცხოვრიათ , - გვახსოვდეს
ათორმეტ მამათ ასურთა !
მზად ვარ მახვილი ავიღო.
ჯავრი ვიყარო ავსულთა!
ვერ შემაშინებს ვერარა,
რადგან სინდისთან ვარ სუფთა!
ალეკო ჩინჩალაძე . 05 . 12 . 17 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1