Предыдущая публикация
და ხატება შენი მელანდება უველგან.
როგორც ნაზი სიო ისე მოვალ შენთან
და უჩუმრად, კრძალვით გულს გაგითბობ ხელად.
სულს სიყვარულს მოვფენ, ოცნებების მწყემსად.
თვალს ცრემლს მოვაშორებ და გულს დარდს და ელდას.
აგამაღლებ ცამდე სიყვარულის ღმერთად.
ჩემს სიცოცხლეს მხოლოდ გავლევ შენთან ერთად.
ვარდის ფურცლებს შენთვის მიმოვფანტავ ველად,
გულს სიყვარულს მოვფენ, სულს და თვალებს ლხენას.
არ მოგაკლებ ზრუნვას, სიყვარულს და რწმენას.
ოცნებების ზღვა ხარ, ჩემი გულის ღელვა.
05.12.2017
მზია კაპანაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев