----------------------------------------------------------
ტკივილი გაწრთობს ჩემო საქართველოვ,
გამოზრდი შვილებს, მამულიშვილებს,
ტკივილი გაათბობს ჩემს საქართველოს,
გაალღობს გულებს, გაყინულ გულებს,
ქართველთ შეაყვარებს თავს საქართველო,
რომ მასზე ზემოთ, უფალი ჰყავდეთ
რომ დღე და ღამე ფიქრობდნენ მხოლოდ,
როგორ უშველონ სამშობლო მხარეს.
ტკივილი ქართველთ ასწავლის ძმობას,
ასწავლის სიტყვას ,,ერთიანობას"
თუ როგორ შეჰკრან უწყვეტი ჯაჭვი
და საქართველოს გარს შემოარტყან.
გაიწრთობიან ქართველნი მალე,
თვით საქართველო ასწავლის ამას,
არ მოადგებათ ცრემლები თვალებს,
ქართველ დედებთ და
მოხუცებს მრავალთ.
ტკივა ამ წუთში ჩემს საქართველოს,
ტკივა სხეულის ყველა ნაწილი,
მაგრამ იმედი გულში ანთია
ვით ეკლესიის წმინდა სანთელი.
როგორც ლითონი ცეცხლში იწრთობა,
ასე გაივლის ალცეცხლს ქართველნი
და სამუდამოდ გამოიწრთობა,
საქართველოში სუფთა ქართველნი!
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев