Предыдущая публикация
----------------------------
ოხ! როგორ მინდა,
შენი ალერსით დავტკბე,
ოხ! როგორ მინდა,
შენი სურნელით დავთვრე,
ოხ! როგორ მინდა,
მხურვალ ტუჩებში ჩავდნე,
ოხ! როგორ მინდა,
შენი ცეცხლის
ჩამქრობი გავხდე,
შენმა სიგიჟემ გამაგიჟოს და
ზეცას ავსწვდეთ,
შემოგეხვიო როგორც სურო
ხეს ეკვრის ტანზე,
ოხ! როგორ მინდა,
როგორც ვაშლი
იმყნება მსხალზე,
მე შენს სხეულში,
სამუდამოდ რომ გადავემყნე,
ოხ! როგორ მინდა,
როგორ მინდა!
რომ შენი გახდე.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев