Предыдущая публикация
ასე გავიგე ,
ბედმა გარგუნა ,
ხარ მარტოსული სევდის თანხლებით.
წუთისოფელი ისე არ ბრუნავს ,
მიმოდის ხალხი .
დადიან ხმები.
ნუგეში ჩემგან გულის სალბუნად.
რამდენ ტვირთს ზიდავ პაწია მხრებით.
ბედი , რომელიც შენთან დაბმულა ,
არ იმალება . დადიან ხმები.
მობჯენილი მაქვს კეფაზე ლულა .
ქუჩაში მშვიდად დადიან სხვები .
შენ წყვილი თვალი დაგდევს მალულად. -
დადიან ხმები........
მე ვეთანხმები .
ალეკო ჩინჩალაძე .
16 . 10 . 17 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1