Предыдущая публикация
აივნიდან გესმის –
დედაშენი საყვარელი,
წარსულიდან გელის.
გამოუტყდე ეხლა გინდა,
რომ სათქმელი დაგრჩა,
ბევრჯერ ხიფათს აგარიდა,
მისმა ლოცვა – გარჯამ.
სევდით სავსე თვალებიდან,
მოგდის ცრემლი ისევ,
მოგონებებს ბავშვობიდან,
უნებლიეთ ისევ.
რაც არ უნდა ჩაგედინა,
რა ჩხუბი და რა ‘‘ის’’,
რომ ცრემლები არ გედინა,
ჩაგიხუტებს მაინც!
მოფერება, ასე თბილად,
თუ იცოდა – სად? ვინ?
შენ სახელსაც, ასე ტკბილად,
არ იტყოდა არვინ.
როცა დედის სიტყვა გულის,
ვალერი! -ო, გესმის!
ო, რამდენი სიყვარული
ამ ძახილსა ერთვის!
კვლავ შორიდან ცუდს გარიდებს,
შემოგავლო გული,
ჩუმად ჭკუას დაგარიგებს,
შენი ახლო სული.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2