Предыдущая публикация
-------------------------------
დაგვამარცხა ხასიათმა დაგვამარცხა,
ვერ დავძლიეთ სიამაყე ჩვენი,
სიყვარული ჩვენი ისე გადარეცხა,
არ დატოვა არსად მისი კვალი.
დაგვამარცხა სიამაყემ, ვერ დავთმევით,
ჩავიკეტეთ გულში ტრფობის ცეცხლი,
ერთმანეთის სიყვარულით ვერ დავთვერით,
მაგრამ ვფანტენთ ერთმანეთის ფერფლი.
არ გვესმოდა არავისგან დარიგება,
ჩვენ ცალ-ცალკე ვიცლებოდით სისხლით,
ჩვენი სისხლი უჭრილობოდ დაიცლება,
გათეთრდება, გაცივდება ვიცით.
ჩვენ ორივემ, ვიცით, კარგად ვიცით.
ხასიათი შეუცვლელი ჩვენი,
ჩვენ სიცოცხლე დავიწამლეთ თვისით,
სიამაყე გახდა ჩვენი მკვლელი.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев