Предыдущая публикация
ღმერთი იყოს შენი განმსჯელი...
მომენატრები...მაგრამ ჩუმად,შორიდან,ჩემთვის...
თვალებს დავხუჭავ,მსურს გაგრძელდეს ტკბილი სიზმარი,
თუმცა ბნელ ღამეს დღის სინათლე ერთვის და ებრძვის!..
...ხელთ მაქვს ფიალა ,სიყვარულით აღუვსებელი,
მის ფსკერზე ცრემლი დალექილა ტკივილად,დარდად.
რადგან არ არის არაფერი შეუძლებელი-
უშენობასაც მოვერევი,როგორმე,ალბათ..
#музыка

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1
საერთოდ დაგივიწყო მინდა,
წარსულს ავაფარო ფარდა
ფიცი დავარღვიო თუნდაც!
უკვე ვეღარ ვიტან სიზმარს
ღამე მაგიტომ არ მძინავს,
თავზე დამათოვდი წუხელ
ახლაც ისევ ისე მხიბლავ!
კიდევ აღარ მინდა გნახო,
თავში დამიაროს რეტმა,
ჯობს რომ შენს მაგივრად ჩუმად
ლექსით ვისაუბრო მტრედთან!
მგონი,მომენატრე ისევ
გრძნობებს ვუმკლევდები ვეღარ,
ამდენს ვჯახირობ და მაინც
ბოლო გაჩერება შენ ხარ!