მე და შენ დღეიდან, ცოლი და ქმარი...არ მჯერავა, რაღაც ეს სიტყვები,ძალიან უცხოა ჩემთვის და სმენას უჭირს მისი აღქმა...ცოლი და ქმარი, რა იმალება ამ სიტყვებში? მე ხომ ბოლომდე ვერ გავიგე მისი არსი...გახსოვს? მკითხე: რა გიყვარსო და რას ინატრებდიო...მე გიპასუხე :- მიდა ვიყოთ მე , შენ და ზღვა...შენ გამიღიმე,იმ ღიმილით რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს,ასე მგონია მთელი სამყარო მიღიმის და ყველა ჩემზეა შეყვარებული...შენი ღიმილი...შეყვარებული ქალი ვარ...ვარ რომ ქალი? საკითხავია.... და შენ მიმიყვანე უკიდეგანო ლურჯი ზღვის პირას, პატარა სახლში... ჩვენს გარდა იქ არავინ იყო...მშვიდი ლაგუნა, ეს ჩემი ოცნება იყო და შენ ცხადად დამიხატე ეს სურათი...მშვიდი ლაგუნა...ჩვენი ოცნების სახლი, ბედნიერი ვარ,რადგან შენ, ჩემი ხარ და მხოლოდ ჩემი...შენ გახდი, ჩემთვის მთელი სამყარო...სხვას არც კი ვინატრები... ამისრულე ჩემო სიყვარულო ნატვრა მე, შენ და ზღვა....ცოლ-ქმარი...რა საინტერესოა ეს ცხოვრება. მიყვარხარ...ძალიან, ძალიან და არ არსებობს ქალი,ჩემზე ძლიერი სიყვარული რომ შეეძლოს?...შენ ჩემი ხარ და მხოლოდ ჩემი...ჩემი მეორე ნახევარი, რომელსაც ვეძებდი ცხოვრების გზაზე...ჩემი მეორე ნახევარი რომელიც, ერთ მთლიანს ქმნის...ვიცი შენც ძალიან გიყვარვარ, ძალიან ნაზი ხარ,ბავშვივით მანებივრებ და მეფერები...მე ხომ შენი ანგელოზი ვარ,რომელიც ღმერთმა გამოგიგზავნა ბედნიერებისთვის... ჩემი სილამაზე შენ გატყვევებს, თითქოს გეშინია შეხებისას ტკივილი არ მომაყენო...შენში იმდენი სინაზეა ჩემს მიმართ რომ გული მეკუმშება სურვილისგან და თვალებს მორცხვად ვხრი,მეშინია სურვილი არ ამოკითხო ჩემს თვალებში..,ისევ ისეთი მორცხვი დავრჩი ჩემო სიყვარლო...და არ ვიცი შევიცვლები? არა მგონია, რადგან შენ,ასეთი შემიყვარე და სხვა დალი,შენთვის არ არსებობს...ძილის წინ, ყოველთვის შუბლზე მკოცნი,მერე თვალებში ჩამხედავ გამიღიმებ, ძილი ნებისაო ჩემო ანგელოზო... მე კი გიყურებ,-თითქოს უფრო მეტს ველი შენსგან... თითქოს შენ უნდა გამიღო ის კარი, რომლითაც მე განუმეორებელ ზღაპარში მოვხვდები, სახელით: მე,შენ და ჩვენი გრძნობები.., მაგრამ ეს კარები დაკეტილი რჩება ჩემთვის...შენ ხომ ჩემი მასწავლებელი ხარ და გელოდები როდის შემასწავლი სიყვარულის ამ სახეს, ფიზიკურ სიყვარულს ეს ხომ დღემდე საიდუმლოა ჩემთვის...შენ მითხარი:რომ ჩემში გიყვარს,ჩემი უმწიკლო,სუფთა სხეული,შენ ხომ ჩემი ანგელოზი ხარო...ჩემს სხეულს არავინ შეხებია და არც შენ ეხები... გეშინია არ დაარღვიო სულის და სხეულის ჰარმონია...გინდა შემინარჩუნო ასეთი სუფთა, სიციცხლის უკანასკნელ წუთამდე და ამიტომ მომიყვანე ჩვენს ლაგუნაში...ჩვენი განმარტოვების ადგილი სადაც შენ , მე და ზღვაა მხოლოდ...არ მეხები, ნაზად მიკოცნი სახეს, თვალებს...ეხები სხეულს ისეთი სინაზით თავი პატარა ბავშვი მგონია და მტოვებ...მე კი ვრჩები,ფიქრები მტანჯავს,ქალი და კაცი...სად არის ერთი მთლიანობა ჩვენი...ეს საიდუმლოა ჩვენი ყოფიერების..,ჩვენ შორის არ არის ფიზიკური სიახლოვე... ვიცი გიყვარვარ...ამ გრძნობას მე შენს თვალებში ვკითხულობ... ყოველ შენს მოძრაობაში, გამოიხატება ,აი დღესაც, მომიახლოვდი და გულში ჩამიკარი,დაკვირვებით შემომხედე,ტუჩებით შეეხე ჩემს შუბლს, თვალებში ჩამხედე,ჩემს ნიკაპს ხელით შეეხე და ჩამჩურჩულე ჩემო სიცოცხლევ...მე კიდევ გულში ვიმეორებ: მიყვარხარ, მიყვარხარ... მე ხომ სხვა სიყვარული არ ვიცი...ვიცი ის რაც შენ მასწავლე,ჩემო საყვარელო მასწავლებელო...ჩემი სხეული დუმს...არაფერს არ მოითხოვს... სიმშვიდეა ჩემს სულში...უცნაურია ჩვენი სიყვარული, მაგრამ მე სხვას, არც კი ვინატრებდი არასოდეს... მიყვარხარ...მიყვარხარ და მეყვარები სანამ მზე მზეობს და სიციცხლეა დედამიწაზე...მე , შენ ,ზღვა და ჩვენი სიყვარული... ზღაპრული სიყვარული...გრძნობა რომელიც არ მეორდება.16/06-2017წ ლალი ჩხეიძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев