Предыдущая публикация
" ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი.
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია!
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!"
გალაკტიონი
@ @ @
ცამეტი წლისა ვერ იქეცი პოეტის რისხვად.
ამ მოლოდინში ჩავიკარგე . შევიცან მეტი.
ჰო . და ცამეტი არ ჩავთვალე დათარსულ რიცხვად
და მეც ტყვიები დავაგროვე ორჯერ ცამეტი.
ო , რა ამაოდ გაისარჯნენ . იმტვრიეს თავი,
ვერ გამოიცნეს ვერც მისნებმა და ვერც მაგებმა.
მხოლოდ პოეტმა დაიბედა ზმანება ავი,
ტყვიების რიცხვი და სიკვდილის გაორმაგება.
მოდი ! დასჯილის სამოსელი , რამე , მომარგე,
გამორჩეული ბედსწერით , როგორც მელექსეს!
ტყვიების რიცხვი რიგითობით გააორმაგე.
ხარ ოცდაექვსის და თავს ვიკლავ ოცდამეექვსედ!
ალეკო ჩინჩალძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев