სტრიქონამდე,
ვიდრე ცოცხალი ვარ,
მანამდე მიწამე...
თორემ მერამდენედ,
უკვე მერამდენედ...
ვინ იცის, რამდენჯერ დავეცი
მიწაზე...
ვოცნებობ სანამ, სიცოცხლე
შემიძლია
და გჩუქნი სიყვარულს, ამაყს
და თავნებას...
თორემ მერამდენე,
ვინ იცის რამდენი
ღამეა, სულ შენზე ფიქრში
რომ მადნება...
დაგეძებ ნისლებში, ვიდრე არ
გიპოვი,
გადიან დღეები და მაინც
მგონია...
რომ ისევ მიყვარხარ,
რომ ისევ მენატრები...
შენს გარდა მე თურმე, სხვა
გზა არ მქონია...
და მაინც, სამყარო მაშორებს
შენამდე,
სულ ასე დავდივარ, მივყები
ბილიკებს...
თურმე მერამდენედ,
უშენოდ მერამდენედ...
ვიწყებ სიცოცხლეს, მაგრამ
ვერ გივიწყებ...
და უკან დამრჩება, წარსულის
ქარაფები,
სანამდე მომიჭერს ცხოვრება
მარწუხებს...
მაინც ვერ გითხარი,
ბევრი ვერაფერი...
თუმცა მიყვარხარ და
დღემდე მაწუხებს...
დავრჩები უშენოდ, ობოლი
ფოთოლივით,
ამიტომ გავყურებ ზღვას -
ნაცნობ ნაპირებს...
რადგან მიყვარხარ,
რადგან მენატრები...
რადგან სიცოცხლეს, შენს
გამო ვაპირებ..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев