Предыдущая публикация
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები
აპრილია თავად უნდა მიხვდე...
თბილისქალაქს სამოთხის მზე ეფერება,
ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,
არ გეტყვი რომ განშორება მეძნელება
აპრილია თავად უნდა მიხვდე...
არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია თავად უნდა მიხვდე.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6