ფიქრები...ფიქრები,-სამშობლოს გარშემო... დღედაღამ ფიქრებით, თავგზა აბნეული, დავდივარ... დავდივარ...ვგრძნობ,- დავიკარგები. სიბნელე, გამეფდა... წყვდიადი ღამეა...გზა-აბნეული, სინათლის სხივს ვეძებ...ვეძებ, ვერ ვპოულობ...სიბნელე მაწამებს...მზის სხივი...მზის სხივი...დღეს, ჩემი ოცნება,- სად არის,ჩვენი მზე? რატომ არ ამოდის? ნუთუ, ბუნების კანონიც დაირღვა? სიბნელე... სიბნელე....დღეს მის ხელშია, მეფობის სკიპტრი და ტახტიც, რათქმაუნდა...გამეფდა... გამეფდა...გამეფდა,- სიბნელე...ყველა ჩვენგანი, სინათლის გზას, ვეძებთ...და ამ ძებნაში, სამშობლოს, სახლს, ვტოვებთ...სხვისი მზე, ვიცით, ჩვენ სულს, არ გაათბობს...ჩვენია საჭირო, უნდა დავიბრუნოთ...როგორ დავიბრუნოთ? კითხვები, კითხვები...პასუხი, პასუხი, პასუხი,-არ არის...ნუთუ სიბნელეში, დავიკარგებით??? ქართული გენი... მებრძოლი ერი ვართ...ვერავინ მოგვახვევს, თავის აზრს, თავის გზას... ჩვენი მომავალი,ხალხო! ჩვენს ხელშია... სამშობლოს, ყველა გვერდით დაუდგებით... ჩვენ მზეს, დავიბრუნებთ. სიბნელეც, დაგვტოვებს... კვლავ აღორძინდება, ეს ჩვენი სამოთხე...ვიცი, ჩვენი მზე,- ახლად გაბრწყინდება და ტანს აიყრიან, ახალი ყლოეტები...20/03-2017წ ლალი ჩხეიძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев