Предыдущая публикация
მოვიდა მარტი. კვირტებს დაბერავს.
ველი ჩიტუნებს თბილებს , გულსაღებს.
მომატებია ძალა საფერავს.
ძინავთ მარანში ქვევრის ტუსაღებს.
აპრილის ქარი ყვავილს დამტვერავს.
ნუშებს და ატმებს ხანძარს გაუჩენს.
გაივლის ქალი თვალებპანტერა.
დატოვებს ღიმილს , როგორც ვაუჩერს.
თავის სიჭრელით მოვა მაისი
აქ , დედამიწის გადასაფენად.
არავითარი ედელვაისი!-
რა შეედრება ვარდს და საფერავს?
ნეტავ. ეს მარტი რამ გადარია?
და ჩემი გული რად აამტვერა?
ერთად მოველი , რაც მთვარაია,
ვარდს და საფერავს და ... ჩემ პანტერას!
ალეკო ჩინჩალაძე . 20 . 03 . 17 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев