გახსნილ თასმაზე დამაბიჯე პატარა ფეხი, რომ შენი ფერი დაუმატოს ბონუსად ყოფნას...
მაჩუქე შენი მთა,მდინარე,მზის ჩასვლა ზღვაში,
მოგზაურივარ ვიმგზავრე და ეხლა დავბრუნდი....
მე ამ სამყაროს თერმომეტრის მსხვრევად შუშაში,
შეუსვენებლად ვერცხლის წყალის მსგავსად დავრბოდი...
მაჩუქე წვიმა შენი სარკმლის მიღმა მინაზე,
ყოველი წვეთი გადათვალე ბავშვის თითებით...
შენი ოთახის ჭერზე გაბულ ობობას ქსელებს,
შენივე სუნთქვის სურვილები დაშლის მითებით...
მაჩუქე შენი გაღიმება გაავდრებამდე,
შენი ცრემლების მირონივით წმინდა განცდები...
ვტოვებ ჩემს ლექსებს წამებივით უყურადღებოს,
რადგან ამ წამებს გაწვიმების ზღვარზე გავცდები...
მაჩუქე შენი აივნიდან მზის დაბადება,
იქნებ როგორმე არეული ქარი დავმშვიდდე..
სანამ აქ ვარ და როგორიც ვარ მიტანს ჰაერი,
სანამ წავალ და იმიერში კარავს გავშლიდე...
მაჩუქე შენი უძილობით დაღლილი აზრი,
თორემ ნერვები ვეღარ უძლებს ამდენ ცრუ ქებას...
ვიცი ისეთი უტიფარი ეგოისტი ვარ,
რომ თხოვნის ნაცვლად თავხედურად ვითხოვ ""ჩუქებას...
ავტ./კოტე.ღაჭავა. /

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев