Предыдущая публикация
მოგისმენია ღრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას... იცი რად არის გაბრაზებული? რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს? ზღვასაც ჰყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია... საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე საკუთარ გულში ჩაუმარხია. და ახლა როცა ბინდდება ზღვაზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას, საკუთარ სატრფოს იგონებს სევდით და ეს ღრიალი დარდია ზღვისა...
.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2