მართალია სამღვდელოება და მეცნიერება ემიჯნება ამ თეორემას და მეც დილეტანტი ვარ ბიოლოგიურ ქიმიურ ფიზიოლოგიური პროცესების ახსნა განმარტების საკითხებში.. მაგრამ დღეს ადამიანი ზნეობრივ მუტაციას განიცდის და კარგავს იმ ღირებულებებს რასაც განათლებული განვითარებული ადამიანი ჰქვია...
ადამიანთა ურთიერთობებში იშვიათი გახდა ერთმანეთისადმი ნდობა; მეგობრობა;მოთმენა. პატიება;სინანული;სხვათა სიხარულისა თუ ჭირ-ვვარამის გულთან მიტანა;ჯიშისა და ჯილაგის დაფასება; სამაგოეროდ არნახული სისწრაფით იკიდებს ფეხს გულგრილობა;ამპარტავნება;ღვარძლი;შური; ლიდერობის მანია ;ღალატი გაუტანლობა; მოტყუება;თვათმაქცობა; დამცირება და ათასი მანკიერი მხარეები...
მავანი იტყვის ასეთები ვართ ქართველებიო..არა ბატონო ასეთი გახდა ზოგადად ადამიანი პლანეტაზე..ორსახოვანი ,იდუმალებით მოცული, ზნეობრივ ღირსებებს მოკლებული..აი ესაა შემაძრწუნებელი.
სულმნათი ვაჟა ფშაველას სიტყვები გამახსენდა „ რამ შემქმნა ადამიანად და რად არ მოველ წვიმადა „...
მ.რ

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев