უნდა შეასრულო,
მისთვის იომო, მოიგო
ბრძოლები,
ფეხქვეშ დაუფინო
ვარდის ფურცლები,
თმებში ჩააკინძო იების
კონები.
ქალს თუ შეიყვარებ,
უნდა გააღმერთო, მასთან
ისეირნო ხელკავით
ქუჩებში,
მთები გადასწიო, ზღვები
გადასცურო,
დაორთქლილ მინაზე
უხატო გულები.
ქალი თუ მოგენდო,
არასდროს გააწბილო,
ღიმილად უქციე ბუზღუნა
წუთები,
გულთან მისი ხელი
მაგრად ჩაიხუტე,
უთხარი, უმისოდ როგორ
ხუნდები.
ქალს თუ სიტყვას მისცემ,
ნუ დაივიწყებ, ზამთარში
მის გამო მზე გყავდეს
უბეში,
ეცადე ყოველდღე
ხელახლა შეიყვარო,
ხშირად გააღიმე
შვილების გულისთვის!
ქალს თუ ეშინია, ფარად
დაუდექი, მხრებით
აეფარე ქარში და ნუ
ებრძვი ...
გული გაუთბე, დარდი
გაუქარვე, ტკივილი მისი,
არ გაგიხდეს სულერთი.
ქალს თუ დაიმგზავრებ,
ბოლომდე თან გყავდეს,
კაცურად ატარე მის
გვერდით უღელი,
ხშირად გააღიმე ...
ხშირად ეალერსე, ნეკნი
აქვს შენი და იმედად
უნდები.
ქალს თუ დაპირდები,
უნდა შეასრულო,
თითქოს ყოველ ღამე
მთებიდან ბრუნდები.
შინ მისულს უთახრი
თვალები დახუჭოს,
ირგვლივ მოუფინე
გვირილის ფურცლები ...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев