Предыдущая публикация
არაფერი არ დაიფარე
და
ჩაგეძინა.
მე დილით გნახე,
გაყინული საკუთარ მხრებს ეხუტებოდი
და
გული დამწყდა,
ამდენი რომ დავაგვიანე,
უნდა მცოდნოდა,
უნდა მეგრძნო,
მივმხვდარიყავი,
შენ ხომ არ გავხარ,
ჩემისთანა მარტოსულ გიჟებს,
სიკვდილზეც რომ ცალმხრივად
და
ჩუმად ფიქრობენ.
და
მაშინ შენი გაღვიძება იმისთვის ღირდა,
მეთქვა მიყვარხარ,
მაგრამ
მე შემრცხვა ჩემი სიფხიზლის,
მაგრამ
მე შემრცხვა,
იმისი, რომ თბილად ვიყავი,
რადგან
ეს იყო მაშინ ჩემი ცხადი სიზმარი,
გატეხილი ღამის სიზმარი."
ლაშა მარგიანი

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев