Предыдущая публикация
(ემიგრანტ ქალებს)
მე რა ვუშველო თვალებს სევდიანს?
ან მაგ შენ წარბებს , შეყრილს კოპებად?
რა გაეწყობა . ალბათ , ბედია ,
რომ გეძახიან ახლა კოპელას.
წარმოიდგინე , ვითომ როლია.
ვითომ სპექტაკლი- მინიოპერა.
ეგ შენი გული მაინც ბროლია.
ხარ ქალბატონი , არა - კოპელა .
შენი მამულის , შენი ოჯახის
ძილშიც , სიზმარშიც ხარ მოფერებით.
დაბრუნდი!- შენი კერა მოგძახის.
თვითონ მოძებნონ მანდ კოპელები.
ალეკო ჩინჩალაძე . 16 . 03 . 17

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев