Предыдущая публикация
ისევ სიყვარულით ვივსები,
უკვე დამავიწყდა, რომ კაცები
არ ხართ სიყვარულის ღირსები.
უცებ ამათრთოლა გაღიმებამ,
ცისფერ ოცნებებად დამღვარა,
უკვე დამავიწყდა ყველაფერი
ისიც, ლოდინმა რომ დამღალა.
თოვლის საფარველი გადავიძრე,
ჩემს თავს გადმოვხედე ზევიდან,
უკვე დამავიწყდა ის სიცივე,
ახლა მარტოდმარტო მზე მინდა.
როგორ შემიცვალა გაღიმებამ
გზები, აღმართებმა იფერდა,
უკვე დამავიწყდა სიმარტოვე
ფეხ-ქვეშ ნარ-ეკალს რომ მიფენდა.
გულში გაზაფხული შემოფრინდა,
ისევ სიყვარულით ვივსები,
ნუღარ გამახსენებთ, რომ კაცები
არ ხართ სიყვარულის ღირსი.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев