-------------------------------------
ვიცეკვოთ ტანგო,...
რომ ცხოვრებას შეშურდეს ჩვენი,
და ცაში ავყვეთ
შერწყმულები მუსიკის რითმებს,
ვიცეკვოთ ისე,...
რომ ცხოვრებამ ვერ მოგვკრას თვალი,
თვითონვე ვმართოთ,
მან ვერასდროს იმეფოს ჩვენზე.
მოდი, მომენდე,...
დაეყრდენი ჩემს გამოწვდილ ხელს,
არ შეგეშინდეს
ნაბიჯების თითქოს არევის,
მხოლოდ უყურე,...
ჩემს თვალებში შენს თვალების ფერს,
და შემომფიცე სიყვარული,
მხოლოდ გულწრფელი,
შემომეტმასნე
ტანზე როგორც ვიწრო სამოსი,
და ჩასუნთქება ამოსუნთქვა
ვქმნათ ერთდროული,
ასე ძლიერი სიყვარული
როგორც ჩვენ ვიცით,
არ შეირყევა
წამოსული ტალღების ცემით.
მოდი, ვიცეკვოთ,...
რომ გაჩერდეს ირგვლივ ყოველი,
ისე ძლიერად,
თვით ცხოვრება რომ შეკრთეს ჩვენით.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев