Предыдущая публикация
"ამ ქალს დაარქვეს შავი პანტერა,
მოხატულს უცხოდ , მკვრივსა და ნატიფს.
კაცის ჯოგები გადამამტერა.
უარი ყველას! - პოეტთან დადის."
მურმან ლებანიძე
@ @
ვით უდაბნოს ოაზისის პალმა.
მკერდი , როგორც პირამიდა გიზის.
აშოლტილი, ტანკენარი , ალვა.-
გვერდით თითქოს მზის ღიმილი გიზის.
ამ შეხვედრას , რანდევუს , თუ ვიზიტს
გადუარა ჟრუანტელის ალმა.
როგორც ზღვიდან მონაბერი ბრიზი,
სითბო ისე მოიტანა ქალმა .
მე კი ვიცი , რა ფიქრებიც გწამლავს,
როცა გვერდით საოცრება გიზის.
ამაოა ვნების გულში მალვა.
ხარ პოეტი იშვიათი პრიზით!
ალეკო ჩინჩალაძე . 10 . 03 . 17 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев