Предыдущая публикация
სად არის ლოგიკა , წყურვილს რომ მოგიკლავს?
ვუბრუნებ სიყვარულს , თუ მესვრის ზოგი ქვას.
..და , ვნანობ შეცდემებს , სიმართლე რომ ითქვას .
სიმშვიდე მჭირდება , სული რომ მოვითქვა .
-არც კაცი მომიკლავს . არც ჩიტი მომიკლავს.
და ჩემი ლოჯიდან მე ვეძებ ლოგიკას.
ავმაღლდეთ! -სიმართლის მე კიბეს მოგიდგამთ.
თუ სადმე გინახავთ. თუ თვალი მოგიკრავთ,
თუ გინდათ , რომ ვინმე ამ გულზე მოგიკრათ!-
მასწავლეთ ლოგიკა!
ალეკო ჩინჩალაძე . 19 . 02 . 17 .
#ალეკოჩინჩალაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев