Предыдущая публикация
ყველას უყვარს სიახლე,
ჭორები და ნიუსი.
მე კი ვეძებ სიცხადეს
კოსინუსით , სინუსით.
ქრონიკული სენი მჭირს
სიყვარულის ვირუსით.
და ანთია სიცოცხლე
პლიუსით და მინუსით.
ღირს დავფიქრდეთ- ამქვეყნად
წუთიერად მოვედით.
ჩემი განსწავლულობით,
ჭკუითა და გონებით,
მე გავცემდი უფრო მეტს,
ვიდრე მოვიპოვებდი.
მახალისებს ცხოვრება
ანითა და ჰოეთი.
სიყვარულის სენი მჭირს
და ვირუსი პოეტის .
ალეკო ჩინჩალაძე . 16 . 01 17 .

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев